top_leaderboard
left_sabechdi

Yonhap: ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის მიმართულებით ნაგვით სავსე კიდევ 600 საჰაერო ბუშტი გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის მიმართულებით ნაგვით სავსე კიდევ 600 საჰაერო ბუშტი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap ავრცელებს სამხედროებზე დაყრდნობით.

არსებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ბუშტების გაშვება 1 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო. 2 ივნისის დილას კი სამხრეთ კორეაში ჯამში 600 იპოვეს.

მედიის ცნობით, ისევე, როგორც წინა ჯერზე, ბუშტების შიგთავსს სხვადასხვა ტიპის ნაგავი: სიგარეტის ნამწვი, ქაღალდი და პლასტმასის პაკეტები წარმოადგენდა.

როგორც Yonhap წერს, ჩრდილოეთ კორეამ ბუშტების გაშვება გააგრძელა იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურმა სეულმა „მსგავსი პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ აუტანლად მტკივნეული ზომების“ მიღების შესახებ გააფრთხილა.

ცნობისთვის, 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში საყოფაცხოვრებო ნაგვით დატვირთული ათობით ბუშტი გაუშვეს.

მაშინ, სეულში განმარტეს, რომ აღნიშნული ქმედება ფხენიანის პასუხი იყო სამხრეთ კორეელი აქტივისტების აქციის პასუხად, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში კრიტიკული შინაარსის ბუკლეტებს აგზავნიან.

ასევე იხილეთ