top_leaderboard
left_sabechdi

რა უნდა გაითვალისწინო იპოთეკური სესხის აღებისას

იპოთეკური სესხი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია შეიძინო, ააშენო ან გაარემონტო შენი უძრავი ქონება, მაგალითად, საკუთარი სახლი, ბინა, აგარაკი ან მიწის ნაკვეთი.

ამ მიზნების მხარდასაჭერად, მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკურ სესხებს გასცემენ ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები.

სესხის გასაცემად, როგორც წესი, საფინანსო ორგანიზაციები უზრუნველყოფის სახით უძრავი ქონების წარდგენას მოითხოვენ. უზრუნველყოფის სახით, ძირითად შემთხვევებში, ზუსტად იმ უძრავი ქონების წარდგენა ხდება, რომლის შეძენისა თუ რემონტისთვისაც სესხს იღებენ ადამიანები.

იქიდან გამომდინარე, რომ იპოთეკური სესხი დიდი მოცულობის თანხებს მოიაზრებს, ის სხვა ტიპის სესხებისგან განსხვავებით, ყველაზე გრძელი ვადით გაიცემა. სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე, მის საკრედიტო ისტორიასა და შესაძენი ქონების ღირებულებაზე.

იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.

რა პირობებით გაიცემა იპოთეკური სესხი?

მოქმედი კანონმდებლობით იპოთეკური სესხის გაცემა, მაქსიმუმ 20 წლამდე ვადითაა შესაძლებელი, ამიტომ ამ ტიპის სესხის აღებას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება.

სესხის მოქმედების ვადაში უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შესაძლოა მოხდეს, შესაბამისად, პოტენციური რისკების არსებობის გამო, ამ ტიპის სესხებზე ორგანიზაციები ხშირად მოითხოვენ მსესხებლის სიცოცხლის ან უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების დაზღვევას, ან ორივეს ერთად.

ამ რისკების დაზღვევა შენი, როგორც მომხმარებლის ინტერესებშიც შედის, რადგან ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომისას ზარალთან გამკლავების საშუალებას მოგცემს.

იპოთეკური სესხის აღებამდე გადახედე ყველა ბანკის თუ ფინანსური ორგანიზაციის შეთავაზებას და სესხის პირობებს, ამის შემდეგ კი აირჩიე მაქსიმალურად შენთვის ხელსაყრელი ვარიანტი.

 რა უნდა გაითვალისწინო იპოთეკური სესხის აღებისას?

გაითვალისწინე, რომ ყოველთვის არსებობს სავალუტო რისკები. თუ შემოსავალი ერთ ვალუტაში გერიცხება, სესხს კი სხვა ვალუტაში აიღებ, კურსის ცვალებადობასთან ერთად, სესხზე გადასახდელი ხარჯების წილი შესაძლოა გაიზარდოს. ამ რისკის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ამიტომ, უმჯობესია, სესხი იმ ვალუტაში აიღო, რომელშიც შემოსავალი გიფიქსირდება.

რა უპირატესობა აქვს ემბისის იპოთეკურ სესხს

MBC-ში საუკეთესო პირობები გელოდება. ორგანიზაცია იპოთეკურ სესხს

დაჩქარებული პროცედურებით გასცემს, რაც გეხმარება, რომ შენი მიზნები მაქსიმალურად მოკლე დროში განახორციელო.

  • ემბისი განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს;
  • გადახდის გრაფიკი ინდივიდუალურია და მორგებული იქნება შენს საჭიროებებზე;
  • საშუალება გექნება ისარგებლო 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით;
  • ემბისი გთავაზობს იპოთეკური სესხის პორტირებას როგორც სხვა ორგანიზაციებიდან, ასევე კერძო იპოთეკარებისგან;
  • სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა.

თუ იპოთეკური სესხის აღებით ხარ დაინტერესებული, გაითვალისწინე ეს ინფორმაცია და მიიღე მაქსიმალურად შენს ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება.

 

ასევე იხილეთ