top_leaderboard
left_sabechdi

რატომ უნდა გყავდეს საკუთარი ავტომობილი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომფორტის შემქმნელი ცხოვრებაში საკუთარი მანქანის ყოლაა. როცა მანქანა გყავს, ძალიან ბევრი რამე მარტივდება. მანქანა კომფორტის გარდა განიჭებს სიმშვიდეს, მეტ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

თუ თავისუფლება განსაკუთრებულად გიყვარს და დროის შეზღუდვაც შენთვის დისკომფორტის შემქმნელია, შენი მანქანით, ბარიერები აღარ იარსებებს.

იმოგზაურებ სადაც გინდა და როცა გინდა და მგზავრობის პროცესიც უფრო საინტერესო და სასიამოვნოა.

კიდევ რა უპირატესობები აქვს მანქანის ყოლას

  • გექნება შენი პირადი სივრცე, სადაც შეძლებ უბრალოდ იჯდე, დატკბე მარტო ყოფნით, ისაუბრო, დარეკო ან სტრესული დღის ბოლოს სიჩუმეში ყოფნით განიტვირთო;
  • შენ გექნება სრული კონტროლი სისუფთავეზე და იმაზეც, რა ტემპერატურაზე იქნება მანქანაში გაგრილება ან გათბობა;
  • და მუსიკა? მგზავრობისას რამდენჯერ მოგისმენია უამრავი გამაღიზიანებელი მელოდია სხვისი ფლეილისთიდან? შენი მანქანით იმგზავრებ მხოლოდ იმ მუსიკის ფონზე, რომელიც გიყვარს;
  • მანქანა სახლის ფუნქციასაც შეითავსებს, იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნებას ვერ მოასწრებ ან უეცრად, რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება;
  • თუ დასასვენებლად წასვლისას ბევრი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ აქსესუარის წაღება გიყვარს და ჩემოდნებში ვერასდროს ატევ, ეს პრობლემაც აღარ იარსებებს;
  • აღარ მოგიწევს სახლისთვის შეძენილი სურსათის და სხვა მძიმე პროდუქტების ხელით ტარება. დიდ ნივთებსაც მარტივად გადაიტან მანქანით, როცა დაგჭირდება;
  • რამდენჯერ გქონია მომენტი, როცა ნაკლებად მისადგომ ადგილში, ტაქსის მძღოლს უარი უთქვამს მისვლაზე და ამის გამო ბევრი სილამაზე უნახავად დაგრჩენია? მანქანის ყოლა გაძლევს დამოუკიდებლობას, ნახო ყველაფერი, რაც გაგიხარდება, იმოგზაურო სპონტანურად და შეისწავლო ახალი ადგილები შენი საკუთარი ტემპით;
  • ხომ არ გიყვარს ტრანსპორტის მოლოდინი და სხვაზე დამოკიდებულება? საზოგადოებრივი ტრანსპორტი განრიგის მიხედვით, ყველა გაჩერებაზე აჩერებს. შენი მანქანით პირდაპირი მარშრუტებით ივლი, დანიშნულების ადგილამდე გაცილებით ჩქარა მიაღწევ და უამრავ დროს დაზოგავ, დილას გამოძინებასაც მოახერხებ და საღამოსაც არსად დაგაგვიანდება;
  • ან კიდევ: აღარ მოგიწევს მეგობრებისთვის კითხვა აქვთ თუ არა ზედმეტი ადგილი, რომ გაგიყოლონ. შენ შეგიძლია გახდე ის ადამიანი, ვინც საინტერესო მოგზაურობებსაც დაგეგმავს და მეგობრებსაც დაიმგზავრებს;
  • მანქანა როცა გყავს, აღარ იდარდებ ამინდზე და ექსტრემალურ პირობებში, თავშესაფარი გარანტირებული გექნება;
  • გადაუდებელ შემთხვევაში, ლოდინი არ მოგიწევს და შენი მანქანით უფრო სწრაფად მიხვალ საავადმყოფოში ან სხვა დანიშნულების ადგილზე;
  • და ბოლოს, მანქანა აქტივია, რომელსაც ნებისმიერ დროს გაყიდი, მომავალში, ახალი ავტომობილის ყიდვას თუ გადაწყვეტ.

თუ დანაზოგი ჯერ არ გაქვს, მაგრამ ფიქრობ, ახლა შესაფერისი მომენტია შენი ცხოვრების შესაცვლელად, მანქანის ყიდვა ავტო სესხით შეგიძლია. დაფიქრდი, რომელია შენი ოცნების მანქანა, დაიხმარე მეგობრები ან ავტომობილის იმპორტიორი კომპანიები, დაიმტკიცე ავტო სესხი და დაიწყე ახალი ცხოვრება.

 

ასევე იხილეთ