top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმაზე: მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის მთავარი მოძალადე ორგანიზაცია ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა, ვემიჯნები ძალადობას

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის მთავარი მოძალადე ორგანიზაცია ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რითაც „ნაცმოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი, ვემიჯნები ძალადობას. არ არის სასიამოვნო ძალადობის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის მთავარი მოძალადე ორგანიზაცია ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, საზოგადოებას ახლა სჭირდება სიმშვიდე. პარტიებმა, თუ რამის თავი აქვთ, მოემზადონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

სამწუხაროდ, ეს დაძაბული ველი და პოლარიზაცია, რაც არის დღეს ქვეყანაში, არ არის კარგი სანახავი. კიდევ ვიმეორებ, საჭიროა დამშვიდება და ცივილიზებული ფორმით აზრის გამოხატვა, პაექრობა, შეჯიბრებითობა. თუ რაღაცის შეცვლა უნდათ, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ და შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება, რიტორიკა და მოემზადონ არჩევნებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ