კომპანია Nielsen-მა და სტატისტიკურმა ბიურო Gracenote-მა განაახლეს თავიანთი პროგნოზი პარიზის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაზე. წინა პროგნოზი 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.
განახლებულ რეიტინგში სამი ლიდერი უცვლელი დარჩა: ამერიკის შეერთებული შტატები მოიგებს ოლიმპიადას 39 ოქროს მედლით, მეორეზე გავა ჩინეთი (33), მესამეზე – საფრანგეთი (29). ნახევარი წლის წინ, Gracenote პროგნოზირებდა ამერიკელთა 37, ჩინელების 35 და ფრანგების 27 ოქროს.
საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახალი პროგნოზი ასეთია: სამი ოქრო, ოთხი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო და 23-ე ადგილი.
Gracenote-ის პროგნოზის TOP10:
ო | ვ | ბ | სულ | |
აშშ | 39 | 36 | 50 | 125 |
ჩინეთი | 33 | 32 | 25 | 90 |
საფრანგეთი | 29 | 16 | 10 | 55 |
ნიდერლანდები | 19 | 6 | 11 | 36 |
ბრიტანეთი | 14 | 25 | 23 | 62 |
ავსტრალია | 13 | 19 | 17 | 49 |
იაპონია | 12 | 15 | 20 | 47 |
გერმანია | 11 | 12 | 10 | 33 |
იტალია | 9 | 22 | 15 | 46 |
კორეა | 9 | 4 | 14 | 27 |