leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ყუშიტაშვილმა პარიზის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

მოკრივეთა შორის პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელსაც ბანგკოკმა უმასპინძლა, საქართველო ორი სპორტსმენით – ესკერხან მადიევით (71 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილით (92 კგ) იყო წარმოდგენილი. მათ შორის საგზური მხოლოდ ყუშიტაშვილმა მოიპოვა.

ქართველმა მოკრივემ პარიზის ოლიმპიური რინგისკენ მიმავალ გზაზე გაიანელი ემანუელ პომპეი მეორე რაუნდში აშკარა უპირატესობით დაამარცხა, შემდეგ ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგს მოუგო (5-0). ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვა საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ვაგკან ნანიტზანიანთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, სადაც ოლიმპიური საგზური თამაშდებოდა, აშშ-ის წარმომადგენელ ჯამარ ტელის დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში წარმატებას მიაღწია – 3-2.

სალიცენზიო ტურნირი წარუმატებელი გამოდგა ესკერხან მადიევისთვის. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მესამე წრეში მომავალ ლიცენზიანტთან, იორდანიელ მეტოქესთან 2-3 დამარცხდა.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრები პარიზის მოკრივეთა ტურნირზე ორი სპორტსმენით იასპარეზებს. ოლიმპიური ლიცენზია პირველმა დაიმსახურა ლაშა გურულმა, როდესაც 2023 წლის ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა.

ასევე იხილეთ