top_leaderboard
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს.

ზელენსკის თქმით, ეს საკმარისი არ არის და აშშ-მ უკრაინას ATACMS-ისა და აშშ-ს მიერ მოწოდებული სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებაც უნდა დართოს.

„საკმარისია თუ არა ეს?- არა. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი გამუდმებით ისვრის აეროდრომებიდან, რადგან იცის,  რომ უკრაინა ვერ უპასუხებს, რადგან არ აქვს შესაბამისი სისტემები და ნებართვა“, – განაცხადა ზელენსკიმ სინგაპურში, Shangri-La Dialogue კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ასევე იხილეთ