top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ყოველი “აღშფოთებული მოქალაქის” უკან “ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ხოლო მათი ყოველი აქტივისტის უკან – “ევროპის სახალხო პარტია”

“გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი “აღშფოთებული მოქალაქის” უკან “ნაციონალური მოძრაობის” ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ყოველი აქტივისტის უკან – “ევროპის სახალხო პარტია”. სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში”, – წერს შალვა პაპუაშვილი, რომელიც ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს “მონას“ და „მოღალატეს“ უწოდებენ.

 

ასევე იხილეთ