top_leaderboard
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთისგან დასამალი არაფერი უნდა გვქონდეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირასთან“ გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით, უცხოელი პარტნიორების შეფასებებზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტნიორების ნეგატიური განცხადებები უცნაურია.

„ძალიან უცნაურია, როდესაც ამ დონემდე მივიდა ეს წინააღმდეგობა, როდესაც აშკარად კითხვის ნიშანი უნდა გაგიჩნდეს – რა გვაქვს დასამალი ამ საქმეში, როდესაც ინტერესების თანხვედრა უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, ეს პარტნიორების მხრიდან ხდება და მით უმეტეს, ეს არის უცნაური – თუკი ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთისგან დასამალი არაფერი უნდა გვქონდეს, უფრო მეტად უნდა ხდებოდეს ინტერესების თანხვედრა. მისი ინტერესი და ჩემი ინტერესი ჩემს ქვეყანაში უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. თუკი ემთხვევა ეს ინტერესი, მაშინ დასამალი რა არის აქ?”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ