top_leaderboard
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი ტრამპზე: როდესაც deep state-ს ემუქრები, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გრიფ “საიდუმლოს” მოაცილებ მასალებს კენედის მკვლელობისა და ჰარვი ეპშტეინის შესახებ – ეს საკუთარი ლიკვიდაციის დაკვეთისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ტაქტიკას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მიიჩნევს, რომ ამ კამპანიის ამოცნობა რთულია. როგორც  ქართველიშვილი წერს, ამ პროცესში ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე დადებული ფსონი ძალიან მაღალია.
„ვერ ვიგებ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ტაქტიკას. არაერთხელ დავწერეთ, რომ მის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე დადებული ფსონი ისედაც ძალიან მაღალია. მაგრამ როდესაც deep state-ს ღიად ემუქრები, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გრიფ “საიდუმლოს” მოაცილებ და გაასაჯაროებ მასალებს კენედის მკვლელობისა და ჰარვი ეპშტეინის შესახებ, ეს უკვე საკუთარი ლიკვიდაციის დაკვეთის მისამართით გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. რა აქვს ჩაფიქრებული ან მას, ან მის პოლიტტექნოლოგებს – უფალმა უწყის,” –  წერს დავით ქართველიშვილი.
ასევე იხილეთ