top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ზერეკიძე: ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს და არა მხოლოდ მდინარაძეს, ყველაზე ჩასაფრებული ჟურნალისტები მათ სოფლებში, მამა-პაპისეულ ნაკვეთებზე მეტს ვერაფერს მოუძებნიან მოსადავებელს

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე, ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის სოფელში, მისი მშობლებისა და ძმის კუთვნილი სახლისა და მიწების შესახებ იყო საუბარი და რომელიც, მდინარაძის თქმით, მხოლოდ მის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით მომზადდა.

როგორც ზერეკიძე აღნიშნავს, მას ისეთ ქვეყანაში სურს ცხოვრება, სადაც ყველაზე ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტიც კი, არამხოლოდ მდინარაძეს, არამედ, ხელისუფლების სხვა ნებისმიერ წარმომადგენელს მამაპაპისეული ნაკვეთების გარდა, სხვა ვერაფერზე შეედავებიან.

“ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს და არა მხოლოდ მდინარაძეს, ყველაზე ჩასაფრებული ჟურნალისტები მათ სოფლებში, მამა-პაპისეულ საკარმიდამო ნაკვეთებზე მეტს ვერაფერს მოუძებნიან მოსადავებელს”, – წერს გიორგი ზერეკიძე.

ასევე იხილეთ