top_leaderboard
left_sabechdi

სოზარ სუბარი: ოპოზიცია მორიგ ჯერზე გამტყუნდა, როგორც თავისი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში

“12 წელია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ იმუქრება, რომ საქართველოში არმაგედონს მოაწყობს. საბოლოოდ, არმაგედონს უწყობს თავის თავს. ოპოზიცია მორიგ ჯერზე გამტყუნდა როგორც თავისი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა იმ პოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში დაიკავა.

„გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ საფრთხეები ავარიდოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი აგური დაიდო. მიუხედავად საოცარი ზეწოლისა – როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნიდან გარე აგენტურის მოწყობილი აურზაურისა, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ემორჩილება ერთადერთ სუვერენს – ეს არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

ასევე იხილეთ