leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: დრომოჭმულო პოლიტიკანებო, შეეშვით მეტწილად ახალგაზრდების დაზომბირება-მოტყუებას, მაინც ლუზერები იქნებით 26 ოქტომბერსაც

ანალიტიკოსი გია აბაშიძე რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტს “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” გამოეხმაურა.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ არ სცოდნოდა ნაცების მორიგ აქციაზე, მიიჩნევდა, რომ მერიის მიერ დაორგანიზებული ან რაღაც სახელმწიფო ღონისძიებაა.

ამ ვიზუალით ნაცსექტის ორგანიზებული .. მუსიკალური მარათონის მონაწილეთა სიმცირით ავაზაკ სპონსორებს ვეტყოდიდიდ ფინანსურ აფერაში გამყოფებენ ვერცხლისმოყვარე მარიონეტები.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქციაკონცერტი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის მიმდინარეობს. კონცერტის მიზანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.

დღისით რუსთაველზე ჩავიარე, რომ არ მცოდნოდა ნაცების მორიგ აქციაზე, მივიჩნევდი, ეს მერიის მიერ დაორგანიზებული ან რაღაც სახელმწიფო ღონისძიებააპოლიციას ჯებირებითა და ყვითელი ლენტითურთ გადაკეტილი ჰქონდა რესპუბლიკის მოედანი.

ვინმეს წარმოუდგენია, რომ ნაცრეჟიმის დროს მაშინდელ რომელიმე მშვიდობიან ოპოზიციონერ აქტივისტს გირაოთი ან ჯარიმით გამოუშვებდნენ ან თუ ასეთი გამონაკლისი იქნებოდა, იმდროინდელ ოპოზიციას ასეთ აქციას თბილისის ცენტრში ჩაატარებინებდნენ?..

ჰოდა, ნაცსექტის დრომოჭმულო პოლიტიკანებო, საზოგადოების ძირითად ბირთვს ეს კარგად ახსოვს და დიდხანს ემახსოვრება და შეეშვით მეტწილად ახალგაზრდების დაზომბირებამოტყუებას, მაინც ლუზერები იქნებით 26 ოქტომბერსაც!”, –  წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

ასევე იხილეთ