left_sabechdi

ჯონ კირბი: “ჰამასი” თუ დათანხმდება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ღაზაში ომის დასასრულებლად წარდგენილ გეგმას, აშშ-ს მოლოდინი აქვს, რომ ისრაელიც დათანხმდება მას

„ჰამასი“ თუ დათანხმდება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ღაზაში ომის დასასრულებლად წარდგენილ გეგმას, აშშ-ს მოლოდინი აქვს, რომ ისრაელიც დათანხმდება მას”, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით „ჰამასის“ ოფიციალურ პასუხს“, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ორივე მხარე დათანხმდება გეგმის პირველი ეტაპის დაწყებას, „რაც შეიძლება მალე“.

„ბრძოლის პირველი ექვსკვირიანი პაუზის დროს ორივე მხარე დაჯდება და ეცდება მოლაპარაკებას, როგორი შეიძლება, იყოს მეორე ეტაპი და როდის შეიძლება, დაიწყოს“, – აღნიშნა კირბიმ.

კირბის თქმით, აშშ-ის დაზვერვა ახლა მიიჩნევს, რომ „ჰამასი“ დეგრადირებულია იმდენად, რომ აღარ შეუძლია ისეთი შეტევის გამეორება, როგორიც მისმა მებრძოლებმა 7 ოქტომბერს განახორციელეს.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი ჯერ კიდევ არ წარმოადგენენ საფრთხეს ისრაელელი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ისინი წარმოადგენენ, მაგრამ მათ არ აქვთ სამხედრო შესაძლებლობები, რათა გაიმეორონ ის, რაც გააკეთეს“, – აღნიშნა კირბიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ სამეტაპიანი გეგმა წარუდგინა.

ასევე იხილეთ