დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პატიმრობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა საზოგადოებისთვის რთული იქნება ამასთან შეგუება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პატიმრობის წინააღმდეგი არ არის, ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მე ვნახე ჩემი ერთ-ერთი ადვოკატი ტელევიზიით, რომელმაც თქვა: არა, თქვენ ხომ არ გინდათ ამის გაკეთება პრეზიდენტისთვის. მე კი ვუთხარი, რომ არაფრის თხოვნა არ არის საჭირო“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განმარტებით, თუ მას დააპატიმრებენ, დარწმუნებული არ არის, რომ საზოგადოება ამას შეეგუება.
„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის რთული იქნება ამასთან შეგუება, ამის გადატანა. თქვენ იცით, გარკვეულ დროს დგება გარდამტეხი მომენტი“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.