leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბესარიონ გუგუშვილი: არ მჯერა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის

“ეს არის ტურტლიანი, ბინძური პროპაგანდა, რომელსაც ისინი ძალიან ხშირად მიმართავენ. ზვიად გამსახურდიას აბრალებდნენ, თითქოს „კაგებეს“ აგენტი იყო. ეს მათი ხელწერაა – ვისაც პუტჩები შეუსწავლია და თავის თავზე გადაუტანია, ძალიან კარგად იცის, როგორ იქცევიან პუტჩის მოწყობის დროს – ეს ცილისწამებაა”, – ასე პასუხობს ბესარიონ გუგუშვილი შეკითხვას ოპოზიციის განცხადებებზე, თითქოს ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრემიერ-მინისტრს არ სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის პოლიტიკურ კურსს ცვლის.

„მე არ მჯერა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის. დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტის განმტკიცებას რომ ცდილობ, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთისკენ მიდიხარ. მაგრამ დასავლეთი მოითხოვს ტოტალურ მორჩილებას, იმიტომ რომ ევროკავშირს ახლა მართავს ბიუროკრატია და ბიუროკრატიას ასეთი ტოტალური მორჩილების გარეშე საქმეების წარმართვა არ შეუძლია. ქართველი ხალხი კიდევ წინააღმდეგია მასაში ამ ტოტალური ჩარევის. გამოვიარეთ ეგ. რისთვის გვინდოდა, რომ დანგრეულიყო საბჭოთა კავშირი? იმიტომ რომ კრემლიდან იმართება ყველაფერი. ახლა თუ ბრიუსელიდან იმართება ყველაფერი და შენი ნების გამოხატვის საშუალება არ გაქვს, იგივე კრემლი გამოდის ბრიუსელი“, – მიიჩნევს გუგუშვილი.

ასევე იხილეთ