left_sabechdi

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ნეთანიაჰუს ჩვენი რეგიონი, მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, ის უნდა შეჩერდეს

“ნეთანიაჰუს ჩვენი რეგიონი, მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, ის უნდა შეჩერდეს”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უნდა შეწყვიტოს პალესტინის წინააღმდეგ ხანგრძლივი კამპანია და რეგიონული არეულობის დათესვა.

„ეს ბარბაროსი, ავაზაკი და სისხლისმსმელი გაუმაძღარი, სახელად ნეთანიაჰუ, რომელსაც ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, უნდა შეჩერდეს. თურქეთი ყველა პლატფორმაზე აპროტესტებს ჩაგვრას, ხოცვა-ჟლეტას და უსამართლობას, რომელიც 76 წელია, გრძელდება. ჩვენ მთელი ძალით ვდგავართ პალესტინელ ხალხთან. 

ჰამასმა“ გამოაცხადა თავისი პოზიტიური მიდგომა პრეზიდენტ ბაიდენის ბოლო წინადადების მიმართ, ისევე როგორც მისი წინა წინადადების შესახებ, თუმცა ნეთანიაჰუს პასუხი იყო სისხლისღვრის, ხოცვა-ჟლეტის, ოკუპაციისა და გენოციდის პოლიტიკის ინტენსივობის გაზრდა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთის მიერ ღაზაში გაგზავნილი დახმარება უწყვეტად გრძელდება და ისინი გააგრძელებენ მუშაობას ყველა ფრონტზე, რათა მეტი ეკონომიკური ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე.

„ჩვენ მჭიდრო დიალოგში ვართ „ჰამასთან“ და პალესტინის მთავრობასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მცდელობებს. ესპანეთთან, ირლანდიასთან და ნორვეგიასთან ერთად, პალესტინის ამღიარებული ქვეყნების რაოდენობამ 147-ს მიაღწია. პალესტინის აღიარების გაძლიერება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პასუხი ისრაელის საოკუპაციო და ჩაგვრის პოლიტიკაზე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

ასევე იხილეთ