left_sabechdi

ბესარიონ გუგუშვილი: ქართველ ხალხს ახლა სჭირდება სტაბილურობა

“ქართველ ხალხს ახლა სჭირდება სტაბილურობა. ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, საკმაოდ დიდი პერსპექტივებია ყველაფრის განვითარების და ამის დანგრევა ახლა იქნება საქართველოს დანგრევა და ქართველის ერის კიდევ ათწლეულებით უკან დახევა”, – ამის შესახებ ბესარიონ გუგუშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს.

„ბოლო წლებში, წელიწადი არ გასულა ისე, რომ სახელმწიფო გადატრიალების ერთი მცდელობა მაინც არ მოეხდინათ. ვიღაც რუსი რომ ჩამოვიდა, მაშინ სცადეს სახელმწიფოს გადატრიალება. მუდმივად ეძებენ საბაბს და მიზეზს, რომ რამენაირად მოახდინონ თბილისში მაიდანი. ხალხმა ეს უნდა იცოდეს. ხალხის მეტი ამას ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას. მართლა არმიას ხომ არ გამოიყვანს სახელმწიფო. ხალხი უნდა იყოს მობილიზებული“, – მიიჩნევს გუგუშვილი.

ასევე იხილეთ