left_sabechdi

ხათუნა ხოფერია: ამ პერიოდში გამოიკვეთა, რომ ოპოზიციას ლიდერები არ ჰყავს

“გამჭვირვალობის კანონის შემოტანამ გამოამჟღავნა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ”, – ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის თქმით, ნათელი გახდა, რომ ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერები და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფსევდოლიბერალურ ფლანგზე ახალი ლიდერები გამოჩნდნენ.

„ამ პერიოდში გამოიკვეთა, რომ ოპოზიციას რეალურად ლიდერები არ ჰყავს. ისინი, ვინც არიან, მასისთვის არიან მიუღებლები. ანუ მიზანი, რომელიც ჰქონდათ და რომელიც [კანონის შემოტანით] დაჩქარდა, პრაქტიკულად შეუსრულებელი დარჩა. რას უნდა მოხმარებოდა თანხები, რომლებიც იყო გამოყოფილი? უნდა მოხმარებოდა ახალი ლიდერების მომზადებას, რომლებიც არჩევნებამდე ახალგაზრდობას, მათ მხარდამჭერებს მიიყვანდნენ და მერე დაიწყებოდა არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა. მაგრამ ახლა ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ ისინი პრაქტიკულად ლიდერების გარეშე არიან, თანხების პრობლემაც არის“, – მიიჩნევს ხოფერია.

ასევე იხილეთ