left_sabechdi

როგორ ვუმკურნალოთ თრომბს?

თრომბი შეიძლება ნებისმიერ ორგანოში, ნებისმიერ კიდურზე განვითარდეს და რა თქმა უნდა, მისი ჩამოყალიბება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. თრომბი სისხლის შედედებული მასაა, რომელიც სისხლძარღვის შიგნითა სანათურში ყალიბდება. ის აფერხებს სისხლის მიმოქცევას, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას, ამას თან ახლავს სისხლძარღვის კედლის გამავლობის ცვლილება და ვითარდება თრომბოზი. ყველაზე ხშირად, ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი გვხვდება, რომელიც წარმოადგენს ისეთი დაავადების გართულების წინაპირობას, როგორიც არის – ფილტვის თრომბოზი. ყველა ორგანოს აქვს არტერია და ვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება თრომბი ყველა ორგანოში განვითარდეს და წარმოიშვას არაკლასიკური ლოკალიზაციის თრომბები. თუმცა, ხშირი მაინც ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზია. ვენური თრომბოზის მიზეზებია:

● ქვედა კიდურების ვენების დაავადებები;
● უმოძ­რაობა;
● ძვლების მოტეხილობა;
● გარკვეული მედიკამენტები;
● ჭარბი წონა.
თრომბოზის განვითარების პრევენციისთვის რეკომენდებულია:
● თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა;
● წონაში დაკლება;
● ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა;
● ჯანსაღი კვების რაციონი;
თრომბის საწინააღმდეგო წინდების ტარება.

თრომბის საწინააღმდეგო წინდები ქვედა კიდურებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას მაქსიმალურად ამცირებს. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებში. სამედიცინო დანიშნულების ეს საშუალებები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევასა და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ასევე იხილეთ