left_sabechdi

როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი

ევროპის ბევრ ქვეყანაში ველოსიპედი გადაადგილების მთავარი საშუალებაა. საქართველოში კი ის უფრო სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრების არჩევანია. ველოსიპედით სეირნობას მართლაც არაერთი უპირატესობა აქვს და ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

● აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
● წვავს ზედმეტ კალორიებს
● აძლიერებს ფეხის, ზურგის, ხელების და მუცლის კუნთებს
● იდეალურია სისხლძარღვთა სისტემისთვის
● ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკებს

ველოსიპედით რეგულარული სიარული გეხმარება სტრესის დაძლევაში და აუმჯობესებს განწყობასაც.

როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი სწორად?

რა ზომის ველოსიპედი გვჭირდება? სწორი ველოსიპედის შერჩევა დამოკიდებულია, პირველ რიგში, ჩვენი სხეულის ზომაზე. ამისთვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:

● ბორბლის დიამეტრი და ზომა
● ველოსიპედის დასაჯდომის სიმაღლე იატაკიდან სკამის ყველაზე დაბალ
პოზიციამდე)

თუ დამწყები ხარ, ამ შემთხვევაში, აუცილებელია რომ დაჯდომამდე, ზუსტად ერგებოდე ველოსიპედის სკამის სიმაღლეს, რადგან ტარების სწავლისას, ბალანსის დაკარგვის შემთხვევაში, მარტივად დაეყრდნობი ფეხით ასფალტს.

გამოცდილი ველომოყვარულებისთვის, დასაჯდომის სიმაღლე შესაძლებელია, რომ იყოს მეტი, ფეხის სიმაღლესთან შედარებით. ფეხისწვერით ასფალტზე დაყრდნობა არ შექმნის არანაირ პრობლემას გამოცდილი რაიდერებისთვის.

ბავშვების შემთხვევაში, როცა ისინი ველოსიპედის ტარებას სწავლობენ, არსებობს სპეციალური, დამატებითი, უკანა ბორბლები, რაც მათ საწყის ეტაპზე ბალანსის დაჭერაში ეხმარება.

ველოსიპედის ტიპები:

იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებით აპირებ ველოსიპედის გამოყენებას, არსებობს ორი სახის ველოსიპედი:

1. საგზაო ველოსიპედი: გამოიყენება მოასფალტებულ გზებზე სიარულისთვის, ფიტნესისთვის, მგზავრობისთვის ან რბოლისთვის

2. სამთო ველოსიპედი: გამოიყენება უხეშ რელიეფზე, გზის საფარის არ მქონე
არეალსა და მთებში

ველოსიპედის ჩარჩოს მასალა და გადაცემათა კოლოფი:

ველოსიპედის ჩარჩო დამზადებულია ალუმინის, ფოლადის, ნახშირბადოვანი ბოჭკოს ან ტიტანისგან. თითოეულ მასალას აქვს განსხვავებული წონა, გამძლეობა და ხარისხი.

რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, გადაწყვიტე გჭირდებათ ერთსაფეხურიანი, ფიქსირებული თუ მრავალსიჩქარიანი ველოსიპედი, გეოგრაფიული რელიეფისა და ტარების პრეფერენციების მიხედვით.

ყურადღება მიაქციე კომფორტს, სტაბილურობას და დარწმუნდი, რომ ველოსიპედი კომფორტულია შენი სხეულის ზომისა და ტარების სტილისთვის.

უპირატესობა მიანიჭე ველოსიპედების მწარმოებელ საყოველთაოდ ცნობილ და მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდებს. კარგი იდეა იქნება, თუ რჩევას ველოსიპედების მცოდნე პროფესიონალისგანაც მიიღებ.

თუ გინდა, რომ ველოსიპედის ზომა სწორად შეარჩიო, გაეცანი ველოსიპედის შესარჩევ ცხრილს, რომლიც შერჩევის პროცესში დაგეხმარება.

სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი

 

ასევე იხილეთ