left_sabechdi

როგორ ვუმკურნალოთ ბრტყელტერფიანობას ბავშვებში?

ბრტყელტერფიანობა ბავშვებში შესაძლოა იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირად უკავშირდება ბავშვობაში გადატანილ დაავადებებს, ტერფის მოტეხილობებსა და სხვა ტრავმულ
დაზიანებებს. გარდა ამისა, შეძენილი ბრტყელტერფიანობა   შესაძლოა ჭარბმა წონამ, არასასიამოვნო, ვიწრო და არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა გამოიწვიოს. ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილების ამოცნობა 3-4 წლის
ასაკიდან ხდება, ამისთვის კი ტერფის კომპიუტერული გამოკვლევაა საჭირო. სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს თანამედროვე აპარატურით ტერფის კვლევისა და დიაგნოსტიკის სერვისს სთავაზობს. ეს
პროცესი პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს – შესაბამისად, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფის კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობის დროს. კვლევის შედეგად ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:

● ტერფის ფორმა;
● თაღის სიმაღლე;
● ტერფის ღერძი;
● ყრდნობის უბნები;
● ნაბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;

● ნაბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.

მიღებული მონაცემების საფუძველზე მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, რადგან სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ “ახალი ხედვის” კლინიკაში ინდივიდუალური ღაბაშების დამზადებაც არის შესაძლებელი. ეს სამედიცინო
პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნებას მაქსიმალურად ამცირებს. განსაკუთრებით ეფექტურია სუპინატორი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აქტიური სპორტით არიან დაკავებულნი. ორთოპედიული ღაბაში ტერფზე დატვირთვას ამცირებს, ტკივილებს აქრობს და სპორტსმენსა თუ მოცეკვავეს ქვედა კიდურებში დაღლილობისა და დისკომფორტის მოხსნაში ეხმარება. სუპინატორის პარალელურად ბავშვს სპეციალური ვარჯიშები და ცურვა ენიშნება. უმჯობესია, რომ პრობლემების დაწყებამდე ტერფის გამოკვლევა ჩატარდეს და ექიმის მიერ ინდივიდუალურ რეკომენდაციას მიჰყვეთ.

❖ კვლევა ძირითადად ტარდება:
➔ 3-4 წლის ასაკიდან;
❖ კვლევის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობაა:
➔ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21 კილოგრამს.

გარდა ამისა, ბრტყელტრფიანობის მკურნალობა ბავშვებში შესაძლოა კომპლექსური მეთოდით – ფიზიოთერაპიით, ბალნეოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიითა და სამკურნალო ფიზკულტურით.

 

ასევე იხილეთ