left_sabechdi

მაღალი ხარისხის სუპინატორები “ახალ ხედვაში”

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სუპინატორებს 2012 წლიდან სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში სუპინატორების მრავალფეროვან არჩევანს შეხვდებით. სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვაში” საერთაშორისო მწარმოებლების მიერ დამზადებული უმაღლესი ხარისხის მყარი და სილიკონის სუპინატორებია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ”ახალი ხედვა” არის გერმანული პრემიუმ ბრენდის, Bauerfeind-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ამ ბრენდის სუპინატორებს შორისაა – Comfort Business B-200, Redux heel2 B300, Globotec B500, Sport insoles (run and walk). გარდა ბრტყელტერფიანობისა, სუპინატორებსა და ღაბაშებს გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები
ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. ასევე მათი ტარება ეფექტურია შემდეგი პათოლოგიებისა და მდგომარეობების დროს:

● სპორტული და პროფესიული დატვირთვა;
● ორსულობა;
● ტერფმრუდობა;
● სქოლიოზი;
● ვენური უკმარისობა;
ლიმფოსტაზი;
● დიაბეტური ტერფი.

ორთოპედიულ სუპინატორებს აქვს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

სილიკონის სუპინატორი – უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საპროფილაქტიკოდ,საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.

ფოლადის ჩასაფენი – უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

სილიკონის ჩასაფენი – გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

სუპინატორები ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად, ამავე ნაწილში ტკივილი და დისკომფორტი მცირდება. ის უზრუნველყოფს თაღის კორექციასა და ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორექტირდება. ორთოპედიული სუპინატორების გამოყენება ასევე რეკომენდებულია აქილევსის მყესის დაზიანების, დიაბეტური ტერფისა და ტერფის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. მას ასევე იყენებენ ვენური დაავადებებისა და ქვედა კიდურების სახსრების დაზიანების შემთხვევაში.

ასევე იხილეთ