left_sabechdi

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად, საუდის არაბეთში, ერ-რიადში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Riyadh Travel Fair.

3 დღიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20- მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა. Riyadh Travel Fair-ზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ
გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200- ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას 23.000-ზე
მეტი ვიზიტორი ეწვია.

ასევე იხილეთ