left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ერთ მხარეს არის ომის ქარტია და მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციის და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი

“ცალ მხარეს არის ომის ქარტია და მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციის და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი”, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ქარტიას დღეს ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი მოაწერს ხელს, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას.

„მე დღეს ხელი მოვაწერე კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის შემცირება. ხოლო, დღეს სალომე ზურაბიშვილთან რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად ომის ქარტია დაერქვა, ვინაიდან აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომლებიც ორი წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმებით ექაჩებოდნენ ომში და ამ პარტიებს მისხალი ძალაუფლებაც და შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, საქართველო იქნებოდა გახვეული ომში და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. ამ პარტიების, ომის ქარტიას ეწერება დღეს ხელი. ამიტომ, ცალ მხარეს არის ომის ქარტია და მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციის და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ