leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხელმძღვანელობთ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და ვმოქმედებთ ამ ინტერესის შესაბამისად

“ჩვენ ვხელმძღვანელობთ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და ვმოქმედებთ ამ ინტერესის შესაბამისად. რას გააკეთებს სხვა ქვეყანა, ეს მათი საქმეა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს ჰკითხეს ელოდება თუ არა ხელისუფლება სანქციებს მაშინ, როდესაც ენტონი ბლინკენმა თავად დააანონსა სანქციები და გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს 500 კაციანი სია, ვინც მოხვდება დასანქციერებულთა სიაში.

„ჩვენ ვუყურებთ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით, ქართველი ხალხის მანდატით და სანქციით. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა საქართველოსთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის რა განწყობა აქვთ უცხო ქვეყნებს ჩვენს კანონმდებლობასთან. ჩვენ ამას ვხედავთ წლების განმავლობაში რუსეთისგან. საქართველოს ასანქცირებდა რუსეთი, ზუსტად იმიტომ, რომ არ მოსწონდა გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელისუფლება იღებდა. ეს რუსული სტილის პოლიტიკაა ქართველი ხალხის მიმართ და მგონი ეს ყველამ დაინახა. პირიქით, ეს [სანქციებზე განცხადებები] უფრო გვიმყარებს ჩვენ აზრს, რომ ის, რაც არის ეროვნულ ინტერესში, ის არის გადამწყვეტი. ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და ვმოქმედებთ ამ ინტერესის შესაბამისად. რას გააკეთებს სხვა ქვეყანა, ეს მათი საქმეა. ხედავთ, რომ ჩვენს გარდა მუქარები არის სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართ, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, ეს მათი საქმეა, ვინ რას გააკეთებს. ჩვენი საქმეა, რომ ჩვენ ვემსახუროთ ჩვენ ხალხს და მათ ინტერესებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ