left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფომ არაფერი დაიშურა იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ანაკლიის პროექტში ფულით ჩაედოთ, მათ შორის აშშ-სთანაც იყო ინტენსიური საუბარი

“საქართველოს სახელმწიფომ არ დაიშურა არაფერი იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ამ პროექტში ფულით ჩაედოთ, მათ შორის აშშ-სთანაც იყო ინტენსიურად ამაზე საუბარი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ამ საკითხზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს.

„ოპოზიციას საკუთარი ნება არ აქვს, ის მოქმედებს უცხო ქვეყნებიდან წამოსული დღის წესრიგითა და თავს მოხვეული ნებით. რა განწყობასაც დაინახავენ სხვა ქვეყნიდან წამოსულს, ზუსტად იმ განწყობაზე სხდებიან. ვნახეთ, რომ არაა ყველა კმაყოფილი იმით, რომ ჩინური კომპანია შეასრულებს სამუშაოებს. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფომ არ დაიშურა არაფერი იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ამ პროექტში ფულით ჩაედოთ, მათ შორის აშშ-სთანაც იყო ინტენსიურად ამაზე საუბარი, რომ წაეხალისებინათ ამ პორტის მშენებლობაში ამერიკული ინვესტიციების მონაწილეობა. შედეგი სახეზეა – იყო აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე საერთაშორისო ტენდერი და საბოლოო ჯამში ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც საბოლოო განაცხადი შემოიტანა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ