left_sabechdi

კასპში არსებულ 4 სკვერში სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა

კასპში არსებულ 4 სკვერში სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა. ვიდეო კონტროლი განხორციელდება ქალაქის ცენტრში გიორგი სააკაძის ქუჩაზე და მიკრორაიონში მდებარე სკვერებში. ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

‘კამერების საშუალებით გაკონტროლდება სკვერების მთლიანი ტერიტორია. ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით გავუფრთხილდეთ სკვერებს და სკვერში განთავსებულ ინფრასტრუქტურას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ