left_sabechdi

ნინო წილოსანი: ნაცებმა ფაშიზმი ახალ დონეზე აიტანეს, რამდენჯერმე შევნიშნე სხვადასხვა მანქანა როგორ მითვალთვალებდა

„ნაცებმა ფაშიზმი ახალ დონეზე აიტანეს. რამდენჯერმე შევნიშნე სხვადასხვა მანქანა როგორ მითვალთვალებდა, თუმცა აი კონკრეტულად ეს ავტომანქანა რამდენიმეჯერ მომხვდა თვალში და დღეს უკვე მოვახერხე, რომ დამეფიქსირებინა და მასში მჯდომი ადამიანები მემხილა სისხლისსამართლებრივ დანაშაულში – კერძოდ ადევნებაში”, – ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ რამდენჯერმე შენიშნა, როგორ უთვალთვალებდნენ ავტომანქანიდან.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს, გამოკითხვაზე დაიბარონ და მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე რეაგირება მოახდინონ
„ამ ვიდეოში და დამატებით სახლის წინ არსებულ სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს, როგორ მელოდებოდა, ვიდრე ინტერვიუს დავასრულებდი და ჩართული კამერების გარეშე დავრჩებოდი მარტო, რომ დაშინება და მუქარა განეხორციელებინა. ამის შემდეგ დემონსტრაციულად ისევ დაარტყა ერთი წრე და სწორედ ამ დროს მოხერხდა გადაღება. დანარჩენს სხვა ვიდეოკამერები აღბეჭდავდნენ.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დამიბარონ გამოკითხვაზე და მოახდინონ რეაგირება ჩემ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე. ხოლო თუ ვინმემ პირადად იცანით ეს არსება, იცოდეთ რომ ფაშისტი ნაძირალაა!!!“, – წერს წილოსანი.

ასევე იხილეთ