left_sabechdi

4 ივნისს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

4 ივნისს საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში 10:00-დან 11:00 საათამდე, საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. იაპონური ჩაის ცერემონიაზე, რომელიც ასევე ცნობილია,

როგორც ჩაის გზა (ჩადო), სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურად მზადდება. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი დაესწრებიან.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ბაღში სტუმრობის საფასურის გადახდა
მოუწევთ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ