უეფა-მ 2023/24 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი დაასახელა.
23 წლის ვინისიუსმა გასულ სეზონში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ კარიც აიღო.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ასევე „რეალის“ წარმომადგენელი, ინგლისელი ჯუდ ბელინგემი გახდა. 20 წლის ფეხბურთელმა 11 შეხვედრაში მეტოქეთა კარში ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
უეფა-მ დასრულებული სეზონის სიმბოლური გუნდიც შეადგინა, სადაც ყველაზე მეტი ფეხბურთელი „დორტმუნდიდან“ და „რეალიდან“ მოხვდა.
სეზონის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: გრეგორ კობელი (დორტმუნდი)
მცველები: იან მააცენი, მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ანტონიო რუდიგერი, დანიელ კარვახალი (რეალი).
ნახევარმცველები: ვიტინია (პსჟ), მარსელ ზაბიცერი (დორტმუნდი), ჯუდ ბელინგემი (რეალი).
თავდამსხმელები: ვინისიუსი (რეალი), ფილ ფოდენი (მან.სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი).