leaderboard_below_slide
left_sabechdi

28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ,  პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

სხდომაზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და სსიპ-საპენსიო სააგენტოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ანგარიშები შესაბამის კომიტეტებს და პლენარულ სხდომას წარედგინება.

ბიუროს წევრებმა გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადის გადაწევას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

ასევე იხილეთ