დელავერში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება. მას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეს პირველი სასამართლო პროცესი იქნება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ. ჰანტერ ბაიდენს ცრუ ჩვენებების მიცემასა და იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი.
ჰანტერ ბაიდენმა 2018 წლის ოქტომბერში დელავერის იარაღის მაღაზიაში რევოლვერი Colt Cobra Special შეიძინა, რომელიც მასთან სახლში 11 დღე ინახებოდა. თავად ჰანტერი ამბობს, რომ მაშინ კოკაინზე სერიოზულად იყო დამოკიდებული.
ამასთანავე, პროკურატურა ნარკოტიკების ნაწილში ბაიდენს ცრუ ჩვენებების მიცემაში ადანაშაულებს, რადგანაც არსებობს ეჭვი, რომ ჰანტერ ბაიდენი ნარკოტიკებზე დამოკიდებული არ ყოფილა.
იარაღის შეძენიდან რამდენიმე დღის შედეგ ბაიდენმა რევოლვერი გადააგდო, მაგრამ ის გრინვილის სურსათის მაღაზიაში იპოვეს.
ჰანტერ ბაიდენის ბრალის დასამტკიცებლად პროკურატურამ უნდა დაარწმუნოს ნაფიცი მსაჯულები, რომ რევოლვერის შეძენისას ჰანტერ ბაიდენმა ბლანკის შევსებისას შეგნებულად ჩაწერა ცრუ მონაცემები.
ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმის, მათ შორის ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ცოლის, კეტლინ ბუელის დაკითხვას აპირებს. ასევე მტკიცებულებად ჰანტერ ბაიდენის მემუარები იქნება წარმოდგენილი, სადაც ის აღნიშნულ ეპიზოდზეც წერს.