პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნინო წილოსანმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას დღეს მიმართა და ადევნების ფაქტზე რეაგირება მოითხოვა. დეპუტატმა შესაბამისი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.
„ერთი, რაც ჩემ შემთხვევაში შეეშალათ, ეს არის ვიდეოში დაფიქსირებული ფაქტები, რომელშიც ჩანს, რომ კონკრეტული პირი მელოდება, რამდენიმე წრეს არტყამს იმისთვის, რომ განახორციელოს მუქარა და დაშინება. ყველა სხვა შემთხვევა, ჩემს კოლეგებთან მივარდნა, ეს არ არის შემთხვევითობა, ეს არის იმ დაგეგმილი ფაშისტური კამპანიის ნაწილი, რომელსაც ისინი ახორციელებენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.