leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებზე: უკან დასახევი ხიდები მხარეებს აფეთქებული აქვთ – წაგებული შესაძლოა საკუთარ თავისუფლებასაც დაემშვიდობოს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ანალიტიკოსი ტრამპისა და ბაიდენის დაპირისპირებაზე წერს. დავით ქართველიშვილის თქმით, ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მის საარჩევნო ყულაბაში შემოწირულობები გაიზარდა.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამერიკელი ექსპერტები, ივლისის თვემდე, ამ თანხის ნახევარ მილიონამდე ზრდას ვარაუდობენ. ქართველიშვილის თქმით, ცნობილია, რომ ვერდიქტის შემდეგ ტრამპი უზენაეს სასამართლოს მიმართავს, სადაც მოსამართლეების უმეტესობა რესპუბლიკელები არიან.

„სანქციებისა არ იყოს, „გლობალური ომის პარტიას“ მის ხელთ არსებული ბრძოლის ინსტრუმენტები დაუძველდა. ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული გამამტყუნებელი სასამართლო კამპანიიდან სამ დღეში, შემოწირულობის სახით (რიგითი მოქალაქეებით დაწყებული, „უოლ სტრიტის“ მაგნატებით დასრულებული) მის საარჩევნო ყულაბაში უკვე შემოვიდა 200 მილიონი დოლარი. ბაიდენმა მაგალითად, აპრილის თვეში მიიღო 51, ხოლო ტრამპმა იმავე პერიოდში – 76 მილიონი დოლარი. ახლა კი, რეკორდი მოხსნილია და ექსპერტების ვარაუდით, ივლისამდე ამ თანხამ შესაძლოა ნახევარ მილიარდს მიაღწიოს. ხოლო 11 ივლისს, საბოლოო ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, ტრამპი გეგმავს მიმართოს უზენაეს სასამართლოს, სადაც უმეტესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, საიდანაც სამი პირადად ტრამპის მიერ არის დანიშნული. მანამდე კი, უკიდურესად განრისხებული ტრამპი თავის მოწინააღმდეგეებს გამარჯვების შემთხვევაში ღიად ემუქრება შურისძიებით – ჯერ კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაპატიმრებულებს შეიწყალებს, ხოლო შემდეგ დემოკრატებზე მასობრივი სასამართლო პროცესებით იმუქრება. უკან დასახევი ხიდები მხარეებს აფეთქებული აქვთ – წაგებული შესაძლოა საკუთარ თავისუფლებასაც დაემშვიდობოს,“- წერს ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ