leaderboard_below_slide
left_sabechdi

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიში მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიში მოისმინა. ანგარიში დეპუტატებს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გააცნო.

მან დეტალურად ისაუბრა სამსახურის ფუნქციების, სამსახურის სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტებისა და სამსახურის სტრუქტურის თაობაზე. როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, საანგარიშო წელს 3 765 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა 1600-ზე მეტ ობიექტზე, რაც წინა წელთან შედარებით 1,5-ჯერ არის გაზრდილი.

ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი გამოვლენილი დარღვევები და გაცემული რეკომენდაციები.

„ვაგრძელებთ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას და ჩვენი მიზანი უცვლელია, სამუშაო ადგილებისა და შრომის უფლებების აღსრულების სისტემის გაუმჯობესება. ასევე ვაგრძელებთ ინსტიტუციური გაძლიერებაზე ზრუნვას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა მოსმენილი ანგარიში.

ასევე იხილეთ