ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სოციალური მუშაობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილე მხარეებმა სოციალური მუშაობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე იმსჯელეს.
მხარეებმა განიხილეს სოციალური მუშაობის სფეროში პროფესიონალ სოციალურ მუშაკთა დეფიციტით შექმნილი გამოწვევები და იმსჯელეს გარდამავალ პერიოდში საკანონმდებლო რეგულირების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი ნაბიჯების დღის წესრიგსა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
შეხვედრაში, კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები.