leaderboard_below_slide
left_sabechdi

მეთიუ მილერი: „ჰამასი“ არის ერთადერთი მხარე, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ბლოკავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ არის ერთადერთი მხარე, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ბლოკავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

„მსოფლიომ და პალესტინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი რამ, რაც ხელს უშლის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, არის „ჰამასი“. წარდგენილი შეთავაზება თითქმის იდენტურია იმის, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ ამბობდნენ, რომ დათანხმდებოდნენ. ახლა დროა, იმოქმედონ“, – აღნიშნა მილერმა.

ასევე იხილეთ