left_sabechdi

კილიან მბაპე: მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი ოცნების კლუბს შევუერთდი

დღეს, 3 ივნისს, „სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ კილიან მბაპე „რეალის“ ფეხბურთელია. ამ ფაქტს თავად კილიან მბაპეც გგამოეხმაურა:

„ჩემი ოცნება ახდა. მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი ოცნების კლუბს შევუერთდი. ვერავინ გაიგებს, როგორი აღტაცებული ვარ ახლა. მადრიდისტებო, მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას, მადლობა დაუჯერებელი ქომაგობისთვის. ჰალა, მადრიდ!“, – წერს საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი.

კილიან მბაპემ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. 2023/24 წლების სეზონში მან პსჟ-ს შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 44 გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე იხილეთ