leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს 21-წლამდელთა გუნდი შეკრებას განაგრძობს და ყაზახეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც 6 ივნისს გაიმართება.

ყაზახეთთან მატჩისთვის რამაზ სვანაძის გუნდი საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ემზადება. საქართველოს 21-წლამდელები ყაზახეთს 6 ივნისს, 19:00 საათზე თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რამაზ სვანაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში უმნიშვნელოვანეს მატჩებს შემოდგომაზე გამართავს. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამეადგილოსან შვედეთს 10 ქულა აქვს.

U21 | შემადგნელობა:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილო (თელავი).

მცველები: გიორგი მაისურაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ორივე – დინამო თბილისი), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლაშა კვარაცხელია (სამტრედია), ლუკა ლაცაბიძე (დონეცხკის შახტარი).

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, ნოდარ ლომინაძე (ორივე – დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი, გიორგი ხარებავა (ორივე – კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი, ჯადული იობაშვილი, ვახტანგ სალია (სამივე – დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია).

ასევე იხილეთ