left_sabechdi

მეთიუ მილერი: აშშ-მა, ისრაელმა და ეგვიპტემ კონსტრუქციული შეხვედრა გამართეს კაიროში, საუბარი გაგრძელდება, რათა რაფაჰის გადასასვლელი გაიხსნას

„აშშ-მა, ისრაელმა და ეგვიპტემ კონსტრუქციული შეხვედრა გამართეს კაიროში”, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს რაფაჰის გადასასვლელის გახსნაზე, რომელიც თითქმის ერთი თვეა, დახურულია.

როგორც მილერი ამბობს, ეს საუბრები გაგრძელდება, რათა რაფაჰის გადასასვლელი გაიხსნას ღაზაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის გაზრდის მიზნით.

როგორც ცნობილია, ეგვიპტემ უარი განაცხადა ამ გადასასვლელის გახსნაზე, ვიდრე მეორე მხარე ისრაელის კონტროლქვეშ იქნებოდა.

ასევე იხილეთ