left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: დილით ხატიას გავრცელებულ ტყუილს აყოლილი ჟურნალისტები მთელი დღე კაჭკაჭებივით იმეორებენ ერთსა და იმავეს

„ინგა გრიგოლიასთან ეთერში ზის ხატია დეკანოიძე, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ “დაბეჯითებით” გაიმეორა დილით ნათქვამი,  – ინფორმაცია მაქვს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს ელექტრონულ ფოსტაზე წერილები მიუვიდათ სანქციების შესახებო”, –  ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს.

„ა, ბატონო!

ინგა გრიგოლიასთან ეთერში ზის ხატია დეკანოიძე, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ “დაბეჯითებით” გაიმეორა დილით ნათქვამი,  – ინფორმაცია მაქვს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს ელექტრონულ ფოსტაზე წერილები მიუვიდათ სანქციების შესახებო.

ინგა ეკითხება, – საიდან იციო.

ხატიამ ტუჩები მოპრუწა და ჩაიღიმილა, – ვიციო, მაგრამ ვერ ვიტყვი, საიდან ვიციო. რამდენიმეს, ზუსტად ვიცი, მიუვიდაო.

ყველა ოპოარხზე მთელი დღე ამ თემას ატრიალებენ.

“ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობენ, არაფერი მოგვსვლიაო, მაგრამ ვინ უსმენს?!

გინდათ თუ არა, მოგივიდათ, ფოსტა ნახეთო.

ნახეს. არაფერია.

არაფერიაო.

აბა, დაარეფრეშეთო.

არაფერიაო.

კიდევ ნახეთო.

ასე გავიდა მთელი დღე.

დილით ხატიას გავრცელებულ ტყუილს აყოლილი ჟურნალისტები მთელი დღე კაჭკაჭებივით იმეორებენ ერთსა და იმავეს.

ჰოდა, ზის ახლა ინგა და პირდაპირ ეთერში კითხულობს, რა განაცხადა მეთიუ მილერმა ახლა, – აქ რომ დაღამდა და ვაშინგტონში რომ გათენდა.

“ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციებიო”, – მილერმა.

ჰოდა, რა იცის ხატიამ ზუსტად?!

რა უხაროდათ ნაცსექტანტებს მთელი დღე?!

ინგამ ხატიას მიმართა, რას იტყვიო.

ხატიას ყბა მოექცა, – მთავარია, ქართველმა ხალხმა დაასანქცირაო” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

ასევე იხილეთ