left_sabechdi

რუსებმა დნიპრო დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა დნიპროზე სარაკეტი იერიში მიიტანეს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რაკეტა ჩამოაგდეს, მაგრამ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.

მისი თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავდნენ 1 თვის ჩვილი და 17 წლის მოზარდი. ასევე, დაშავებულია 3 ქალი და ერთი მამაკაცი.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ავტომობილები, ჩაიმსხვრა კერძო სახლების, მაღალსართულიანი კორპუსებისა და საავადმყოფოს მინები.

ასევე იხილეთ