leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიაზე: მის ქცევაში არაფერი ყოფილა არაპროფესიონალური

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებისას იტალიელთა ახალი მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას გადაწყვეტილების შემდეგ, 23 წლის ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაეყვანა, კამერებმა ქართველი ფეხბურთელის უკმაყოფილო სახე დააფიქსირეს. კადრები სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო და ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლებს ამ თემაზე მედიამ არაერთი კითხვაც დაუსვა.

კალიარისთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „კვარას“ შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ ისაუბრა და წერტილი დაუსვა ამ თემით სპეკულაციებს. მისი თქმით, ფეხბურთელის არაპროფესიონალურ ქცევას ადგილი არ ჰქონია და ხვიჩა კვარაცხელიას უკმაყოფილება მხოლოდ იმას უკავშირდებოდა, რომ მოედანზე თავის გამოვლენა ვერ მოახერხა.

„მას აბსოლუტურად არანაირი არაპროფესიონალიზმი არ გამოუვლენია. არც ერთ ფეხბურთელს არ ახარებს შეცვლა. თვითონ გვითხრა, რომ საკუთარ თავზე გაბრაზდა, რადგან მაღალ დონეზე ვერ ითამაშა. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს, მსგავსი რამ ნებისმიერ ჩემპიონს შეიძლება დაემართოს. მას დიდი ჩემპიონის განწყობა ჰქონდა, არაფერი გაუპროტესტებია“, – აცხადებს მელუზო.

შეგახსნებეთ, „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

ასევე იხილეთ