left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ჯინ შარფი, აკერმანი, სოროსები, კელი დეგნანი, ო’ბრაენი, დევიდ კრამერი, ქართველმა ხალხმა ერთ კალათაში მოათავსა და გაუშვა გაურკვეველი მიმართულებით

“ბოლოს იტყვიან: “მეილზე არა. წერილობით შეატყობინებენ სანქციების შესახებ. ოღონდ, ვისაც ზუსტად ექნება მითითებული საფოსტო ინდექსი. ვისაც არაზუსტად ექნება, მათი წერილები უკან დაბრუნდება. და მხოლოდ იმათ მიუვა, ვისაც სახლში შემორჩენილი აქვს კორესპონდენციის მისაღები, საბჭოთა დროინდელი “პრარეზიანი” ყუთი წარწერით Почта”…”, –  ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესების შესახებ ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე უარყო.
ქართველიშვილის თქმით, უცხოელებს შეეძლოთ, რადიკალებისთვის “დაცვენილი ნასუფრალის” მიცემის სახით, ხელისუფლებისთვის სანქციები დაეწესებინათ, თუმცა, ჯერჯერობით ამასაც ვერ იმეტებენ. მისივე თქმით, სანქციების გაცვეთილ თემას უკვე მთელი მსოფლიო დასცინის.
“ბოლოს იტყვიან: “მეილზე არა. წერილობით შეატყობინებენ სანქციების შესახებ. ოღონდ, ვისაც ზუსტად ექნება მითითებული საფოსტო ინდექსი. ვისაც არაზუსტად ექნება, მათი წერილები უკან დაბრუნდება. და მხოლოდ იმათ მიუვა, ვისაც სახლში შემორჩენილი აქვს კორესპონდენციის მისაღები, საბჭოთა დროინდელი “პრარეზიანი” ყუთი წარწერით Почта”…
ეს ის არაა, თქვენ რომ გგონიათ – იჯდე ფანჯარასთან და მოთმინებით ელოდო, როდის ჩამოატარებს მდინარე შენი მტრის გვამს. ესეც ჩინურია. არა და, რაღაცას მაინც ხომ გადმოუგდებდა ამათ კაცი, სახარებისა არ იყოს: “ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს”. ეს “დაცვენილი ნასუფრალი” კი – სანქციებია! მაგრამ, ამასაც ვერ იმეტებენ…
მთელი მსოფლიო დასცინის უკვე ამ გაცვეთილ თემას. რუსეთის დაქცევა სურდათ სანქციებით – დააქციეს ევროკავშირი, ხოლო რუსეთი და მისი სატელიტები ააყვავეს. სანქციების ქვეშ აქვთ აყვანილი ვენესუელა, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა – ისინი კი ერთმანეთთან ვაჭრობით უსაშველოდ მდიდრდებიან. ხოლო მხიარული “ვარსკვლავთ ბიჭუნა” კიმ ჩენ ინი კი იმით ერთობა, რომ პერიოდულად ნაგვითა და ფეკალიებით სავსე კალათებს ააფრენს ხოლმე საჰაერო ბუშტებით სამხრეთ კორეის მიმართულებით.
ჯინ შარფი, აკერმანი, ჯორჯ და ალექს სოროსები, კელი დეგნანი, ო’ბრაენი, დევიდ კრამერი და ა.შ. – წარმოიდგინეთ, რომ ქართველმა ხალხმა ესენი ერთ კალათაში მოათავსა და საჰაერო ბუშტით გაუშვა გაურკვეველი მიმართულებით. ხოლო მათ ადგილობრივ ქვეწარმავლებს: “დეკანოიძე-გიგაური-ლომჯარია-პატარაიებს” აიყვანს მალე “ანტი-ნოეს კიდობანში” და პირველად ცხოვრებაში, მათი მისამართით კეთილი სურვილებით – ასევე მიაცილებს მოუსავლეთისკენ მიმავალ სახალისო მოგზაურობაში, სადაც რომელიღაც ახალი არარატის მწვერვალზე, მათ ტრადიციულად შეხვდებიან ახალი აბორიგენები ძველებური მისალმებით: “Пап-джан, смотри – опять цирк приехал!”, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
ასევე იხილეთ