ილია დარჩიაშვილი კობახიძის, ვარჰეისა და ბორელის პრესკონფერენციაზე: იყო განწყობა, რომ სცენაზე უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის გვერდით იდგა ევროპული ქვეყნის ლიდერი
ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირასთან“ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აქცენტი ირაკლი კობახიძის, ოლივერ ვარჰეისა და ჟოზეფ ბორელის პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„პრესკონფერენციაზე იყო განწყობა, რომ სცენაზე უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის გვერდით იდგა ევროპული ქვეყნის ლიდერი, რომელიც მათთან ერთად განიხილავდა ევროპული კონტექსტიდან დანახულ საკითხებს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები გვეხება უკვე ჩვენც“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან ასევე არჩევნების ღიად ჩატარებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.