leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გოჩოლეიშვილი: დიდ სანაკრებო ტურნირზე თამაში ჩემი ოცნება იყო

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებასა და მონტენეგროსთან მოახლოებული ამხანაგური მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობაა, ვემზადებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. პირადად ჩემთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ სანაკრებო ტურნირზე თამაში ჩემი ოცნება იყო.

ვარჯიშებზე ყოვლთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით მოახლოებული ტურნირისთვის, რომელიც ჩემთვის პირველი იქნება და ძალიან დიდ გამოცდილებას დავაგროვებ.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში დაგვეხმარება, გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. შემდეგ უკვე ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან თამაშისთვის მოვემზადებით“, – განაცხადა გიორგი გოჩოლეიშვილმა.

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს, პოდგორიცაში​მონტენეგროსთან ​ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩების განრიგი:

18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 | თურქეთი – საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია

ასევე იხილეთ