საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერასა და მეწარმეობის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების სერიას რეგულარულად ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს მხარდაჭერით, თანამედროვე გაყიდვების ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც Flowmaster-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.
2-დღიან შეხვედრაზე დამსწრეები თანამედროვე გაყიდვების მთავარ მიმართულებებსა და ინსტრუმენტებს, ასევე თანამედროვე მოლაპარაკების ინსტრუმენტებს გაეცნენ.
„ჩვენთვის, ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით პრიორიტეტულია საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. გაყიდვები ბიზნესის ერთ-ერთი ფუნდამენტური
ნაწილია, ამიტომ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, ამ და სხვა მოთხოვნადი საკითხების შესახებ მეწარმეებს ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ. სასიხარულოა, რომ ვაგრძელებთ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერ ღონისძიებების ციკლს და ამჯერად მათ ბათუმში შევხვდით. ქალი მეწარმეები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, ცოდნის გაზიარების გზით კი ჩვენ ხელს ვუწყობთ უთანასწორობის შემცირებასა და ეკონომიკის გაძლიერებას, – აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის
დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 38.0%), სესხებისა
(საბაზრო წილი 37.2%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 40.1%) მიხედვით. (2023 წლის 30 ივნისის
მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს
ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო
სპექტრს. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.7 მილიონზე მეტ აქტიურ
მომხმარებელს 191 სერვისცენტრის, 1 018 ბანკომატისა და 3,174 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე
დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული
ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/