დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ლგბტ პროპაგანდაზე: საკანონმდებლო ჩარჩოში ნამდვილად არის მოსაქცევი. სწორედ დღეს იყო საბავშვო ბაღში რაღაც ამის გამოვლინებები – ბავშვები ათამაშეს და ეჭვს იწვევ, რომ განზრახვით არის გაკეთებული
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირებას გამოეხმაურა.
„საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია, რადგან რასაც ჰქვია პროპაგანდა და უკავშირდება აღნიშნულ თემებს, ეს ნამდვილად არის საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევი. სწორედ დღეს იყო საბავშვო ბაღში რაღაც ამის გამოვლინებები – ბავშვები ათამაშეს და ცოტა ამოვარდნილია და ეჭვს იწვევ, რომ რაღაც განზრახვით არის გაკეთებული“, – განაცხადა მამა ანდრიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში“.