leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ჰეზბოლამ“ ისრაელის სასაზღვრო ქალაქი, კირიათ შმონა დაბომბა

ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის სასაზღვრო ქალაქი, კირიათ შმონა დაბომბა. გავრცელებული ცნობით, ჭურვები საცხოვრებელ ზონაში ჩავარდა.

ლიბანიდან რაკეტებით დაიბომბა ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორია, რამაც ტყიან ზონაში მასშტაბური ხანძარი გააჩინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სახლს ცეცხი გაუჩნდა.

მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა ისრაელის ხელისუფლებამ რამდენიმე თვის უკან გაიყვანა. სახანძრო ჯგუფების მხრიდან ხანძრის ლოკალიზებას ცხრა საათი დასჭირდა. ცეცხლმა დაახლოებით ოთხი ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაანადგურა. ლიბანიდან ცეცხლის გახსნის საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის ტერიტორია დაბომბა.

ასევე იხილეთ